კონსტანტინე გამსახურდია: აჯობებს ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას დაველოდოთ, თვითონ იტყვის ყველაფერს

ცოტნე არის მართვით სუნთქვაზე ისევ ნარკოზის ქვეშ, რამდენიმე დღეში ჩატარდება ტომოგრაფია, – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ, მისი ძმის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კოკო განსახურდია აღნიშნავს, მისი ძმის დაჭრის ფაქტზე ვერსიების გარჩევისგან თავს შეიკავებს და ცოტნეს გამოჯანმრთელებას დაელოდება.

“ცოტნე არის მართვით სუნთქვაზე ისევ ნარკოზის ქვეშ, რამდენიმე დღეში ჩატარდება ტომოგრაფია და შემდეგ სპეციალისტები იმსჯელებენ, როდის იქნება შესაძლებელი მისი გამოღვიძება. ვერსიების გარჩევას მე ვერ დავიწყებ, ზოგადად აჯობებს, რომ ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას დაველოდოთ და შემდეგ თვითონ მოყვება ყველაფერს,” – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი უკვე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები