დავით უსუფაშვილი: “ლელო” და “ახალი მემარჯვენეები” აღმოჩნდნენ ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება

ჩვენ გვქონდა გამოცხადებული, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას თავად არ ვიჩქარებდით და ველოდით იმ მომენტს, როდესაც პარტნიორებს მოვძებნიდით ამ საქმეში,- ამის შესახებ “შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ყრილობაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “ლელო” და “ახალი მემარჯვენეები” აღმოჩნდნენ ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყდა.
“ჩვენ გვქონდა გამოცხადებული, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას თავად არ ვიჩქარებდით და ველოდით იმ მომენტს, როდესაც პარტნიორებს მოვძებნიდით ამ საქმეში. “ლელო” და “ახალი მემარჯვენეები” აღმოჩნდნენ ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება,” – განაცხადა უსუფაშვილმა.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდა. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.
პოლიტიკურ მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” “ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” გაწევრიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები