ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალას აუცილებლად დავამარცხებთ

ჩვენ მმართველ ძალას აუცილებლად დავამარცხებთ,- ამის შესახებ პოლიტიკურ პარტია “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკაში პროფესიონალები და კომპეტენტური ადამიანები უნდა იყვნენ.
“ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მმართველ ძალას და ჩვენ შემოვიტანთ სრულიად ახალ სტანდარტს, ახალ ღირებულებებს ქართულ პოლიტიკაში. მთავარი პოლიტიკური განცხადება არის ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა და პოლიტიკა უნდა აეგოს არა ურთიერთ სიძულვილზე არამედ პატივისცემაზე და შემწყნარებლობაზე, რაც მთავარია, პოლიტიკაში უნდა იყვნენ პროფესიონალები და კომპეტენტური ადამიანები”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება. პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები