ბოლნისის მერმა სამ შშმ პირს ეტლები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ სავანეთში, ხიდისყურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები სამი შშმ პირი მოინახულა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და საჩუქრად ეტლები გადასცა.

პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ არასამთავრებო და კერძო ორგანიზაციბთან თანამშრომლობის შედეგად 2017-2019 წლებში ბოლნისში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის შშმ პირს ჯამში 27 ეტლი გადასცა.

“დღეს მოგვეცა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის გადაგვეცა სამედიცინო ეტლი. ეს აქცია დღეს არ მთავრდება და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ყველა იმ პირს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ და მისი შეცვლის საჭიროება გააჩნიათ. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც ჩვენი საიმედო პარტნიორია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. ამ მხრივ მუნიციპალიტეტი ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას, რომლებიც უშუალოდ ამ შშმ პირების საჭიროებებზეა მორგებული” , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები