“სკოლიდან გარიცხული, ყოველ დღე სიურპრიზებს გვახვედრებდა, ჩალეწილი მხვდებოდა მინები” – რას იხსენებს ყოფილი დირექტორი
“მთლიანად შესაცვლელია განათლების სისტემაც, სადაც დაშინება და ბულინგი ჯერ კიდევ მთავარ მეთოდად რჩება…” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის, ერთ-ერთი სკოლის ყოფილი დირექტორი, თამარა მეტრეველი წერს. მან წლების წინ მის სკოლაში მომხდარი ამბავი გაიხსენა.
“16 წლის წინ, როცა სკოლის დირექტორად დავინიშნე, თბილისში, ერთი სილამაზით და ზედმეტი “აქტიურობით” გამორჩეული ახალგაზრდა სკოლიდან გარიცხული, სკოლას არ სცილდებოდა და ყოველ დღე სიურპრიზებს გვახვედრებდა, არ ემორჩილებოდა დაცვის თანამშრომლებს და შეყვარებული გოგონას ნახვას, ყველა ფორმით ცდილობდა…
წარმოუდგენელი სიძულვილით მოიხსენიებდნენ პედაგოგები და მოითხოვდნენ მის დასჯას…
ბევრი ღონისძიება გავატარე, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე, უფრო დაიძაბა ურთიერთობა და აგრესიამაც იმატა…
ყოველ დღე ჩალეწილი მხვდებოდა ახლად შეცვლილი მინები….
ბოლოს დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება, სკოლაში დავაბრუნე…
პედაგოგების ნაწილი დავიპირისპირე, მაგრამ ბოლოს ეგეც მოვაგვარე…
მე ის გადავარჩინე იმ მომენტში…
მიდგომამ სიკეთემ და კომპრომისმა შედეგი გამოიღო…
სამწუხაროდ ამ სკოლაში არავინ აღმოჩნდა საღად მოაზროვნე, როგორც ჩანს, ძალადობით უპასუხეს, ამ საწყალ ახალგაზრდას…”,-წერს სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში.