“კომუნიკაციების კომისიის წევრის შესარჩევი კონკურსის მონაწილე არც ერთ კანდიდატი არ განიხილება და პრეზიდენტს არ წარედგინება”

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიის წევრის შესარჩევი კონკურსის მონაწილე არც ერთ კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა.

შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკურსის მონაწილე არც ერთ კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები