დავით ზალკანიანი: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სატრანზიტო ენერგეტიკული დერეფნის საკვანძო ქვეყნები გახდნენ

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ ქვეყნების პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისში, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ზალკალიანის შეფასებით, სამი მეზობელი ქვეყნის (აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის) თანამშრომლობა, გადაიზარდა იმაში, რომ ისინი საკვანძო სატრანზიტო ენერგეტიკული დერეფნის ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ.

„წლის მოვლენად იქცა, ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) ოფიციალური გახსანა და ექსპულატაციაში შესვლა. ამ გაზსადენის ამოცანა ევროპისა და თურქეთისთვის ალტერნატიული ენერგომატარებლების მიწოდებაა, რაც თავის მხრივ საქართველოს საშუალებას აძლევს მიიღოს კონკრეტული ეკონომიკური დივიდენდები და სარგებელი ბუნებრივი აირის სახით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ TANAP-ის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს თურქეთის პროვინცია ექსიშეჰირში გაიმართა. ღონისძიებას თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს პრემიერი გიორგი გახარიაც დაესწრო. TANAP-ის თავდაპირველი გამტარუნარიანობა წელიწადში 16 მლრდ.კუბური მეტრი გაზი იქნება. 2023 წლისათვის TANAP-ის მიერ გატარებული გაზის მოცულობა 31 მლრდ. კუბურ მეტრამდე გაიზრდება. TANAP-ის ამოქმედების შედეგად , მნიშვნელოვნად იზრდება,ის სარგებელი რასაც საქართველოს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ გაზსადენის სრული დატვირთვის შემდეგ სატრანზიტო წილის სახით, საქართველო 300 მილიონის ნაცვლად 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ეს კი დაახლოებით 300 მილიონი დოლარია წელიწადში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები