აქციის მონაწილეებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარწერები მთავრობის კანცელარიასთანაც გააკეთეს
“შეცვალეს” წევრებმა კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საღებავებით დაწერეს: “ლუკა ბოდიში”, “სისტემა კლავს”, “რატომ მკლავ”, “შემდეგი შეიძლება შენ იყო”, მოკლულია სისტემის მიერ”.
მოძრაობის წევრებმა ის წარწერები გააკეთეს, რომელიც 15 წლის მოზარდმა ყოფილი სკოლის შენობაზე დატოვა, მათ შორის “ამ ცხოვრების დედაც”.