15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია შსს-ს შენობასთან გრძელდება
15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია შსს-ს შენობასთან გრძელდება
შეგახსენებთ, რომ მანამდე აქციის მონაწილეები დიღომში, მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ. მოძრაობა “გაბედეს” და “სირცხვილიას” წევრებმა დიღმის პოლიციის შენობაზე ბანერი დატოვეს წარწერით “ამ ცხოვრების დედაც”. ახლა კი შსს- ს მიმდებარედ აქციის მონაწილეებმა სავალ ნაწილზე დააწერეს „არ მომკლა“, „ამ ცხოვრების დედაც“ და ა.შ.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს “112“-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ლონდა თოლორაიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.