15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწვანე სკოლა განცხადებას ავრცელებს
15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწვანე სკოლა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
სკოლის ადმინისტრაცია წერს, რომ სკოლა გლოვობს 15 წლის ლუკას გარდაცვალებას.
„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ ენითაღუწერელი ტრაგედიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა ჩვენს სკოლაში, მასთან მეგობრობა და ემოციური ბმა აკავშირებს მის ყოფილ თანაკლასელებს და მასწავლებლებს და ყველას, ვინც მას იცნობდა. ამ ამბავმა შეგვძრა. ჩვენი სკოლა გლოვობს ლუკას გარდაცვალებას“, – ნათქვამია მწვანე სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.