კოლეჯი „სპექტრის“ ინიციატივით კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე ლიპარტიას პროფესიული ელჩის სტატუსი მიენიჭა
პროფესიული განათლების მხადაჭრისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კოლეჯი „სპექტრის“ ინიციატივით კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს თორნიკე ლიპარტიას პროფესიული ელჩის სტატუსი მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დღეს #სამთოელის დღე აღინიშნა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით კაზრეთის ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც 3000-მდე თანამშრომლისთვის პროფეიული დღე უქმედ გამოცხადდა ხოლო თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.
„სიმბოლურია, რომ სამთოელის დღე, ბარბარობის დღესასწაულზე იქნება. ამიერიდან “სამთოელის” დღე ჩვენს კომპანიაში დასვენება იქნება. ამ ტრადიციის დამკვიდრებით, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ „არემჯის“ სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლების მიმართ. ისინი თავისი ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ქმნიან სამთამადნო საქმეს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ კომანიას“, – განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ, ღონისძიებასე სიტყვით გამოსვლისას, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთერთი ქვაკუთხედია, რასაც წარმატებული კომპანიების მხარდაჭერა აძლიერებს.
„კომპანია, როდესაც აღნიშნავს პროფესიულ დღეს ეს არის განვითარების უმნიშვნელოვანესი ტენდეცნცია ჩვენს ქვეყანაში. ბატონო თორნიკე , კომპანია „არემჯის“ უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისა და პროფესიული ღირებულებების განსაკუთრებული პატივისცემის გამო, კოლეჯში მივიღეთ გადაწყვეტილება და „სპექტრის“ სახელით , გვსურს მოგანიჭოთ პროფესიული განათლების ლჩის სტატუსი. დღეს პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთერთი ქვაკუთხედია ,წარმატებული კომპანიების მხარდაჭერა კი აძლიერებს მას. გილოცავთ ! “, – აღნიშნა კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.
ღონისძიების დასასრულს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის მადლიერების ნიშნად „არემჯის“ გადაეცა „სპექტრისა“ და კომპანია „აკაკის ხის“ მიერ დამზადებული შანდალი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს გზას სინათლისაკენ.