ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების 12 ეზო კეთილმოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჯერად სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დაგება ხდება.

მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დაათვალიერეს.

2019 წელს ზუგდიდში 12 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზო კეთილმოეწყო, რასაც 1,3 მილიონი ლარი მოხმარდა.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე საბავშვო მოედნები გაკეთდა.

შიდა ეზოებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა, მომავალ წელსაც გაგრძელდება, რაზეც 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები