სოფო კილაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს, ბესიკ თამლიანსა და ზურაბ ბუდაღაშვილს შეხვდა. კილაძე, დაკავებულებთან ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ერთ-ერთს ჰქონდა ასეთი თემა, რომ უნდოდა სხვა საკანში გადასვლა და ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას და მათ უზრუნველყვეს მისი სხვა საკანში გადაყვანა. ხვალ არის სასამართლო და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, არაფერს არ უჩივიან ჯანმრთელობის კუთხით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს მასთან ზეწოლის ან მუქარის ფაქტებზე არ უსაუბრიათ.