გიორგი კახიანი: პარლამენტის კონკრეტულმა წევრებმა ჩაიდინეს ისეთი ქმედება, რამაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც სხდომა არასასიამოვნო სუნის გამო შეფერხდა პოლიტიკურად სამარცხვინოს უწოდებს.

კახიანის თქმით, მომხდარში შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც არსებობდეს.

“არა მხოლოდ პოლიტიკურად სამარცხვინო იყო ეს, რაც მოხდა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც შესაძლოა არსებობდეს ყველაფერ ამაში. ფაქტი არის, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო და სისხლის სამართლებრივად თუ შევხედავთ ყველაფერს, რომ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ გაუფრთხილდნენ სხვების ჯანმრთელობასაც. მათ ისეთი ქმედება ჩაიდინეს, რამაც, როგორც ნახეთ, რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი,” – განაცხადა კახიანმა.

უმრავლესობის წევრებმა მომხდარი ფაქტი “ევროპული საქართველოს” წევრებს ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილის დაუკავშირეს.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული ნივთიერების გამო პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები