თბილისის საკრებულოსთან, გაფრინდაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, დეპუტატის გადადგომას ითხოვენ
თბილისის საკრებულოს, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ.
“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით ის, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხის გარკვევის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან საუბარს ითხოვს.
ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.
“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.