შალვა კერესელიძე სოფელ სიონში კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში, კობათუბნის ნაპირსამაგრების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი და მერის მოადგილე – დავით ქირიკაშვილი.
ნაპირსამაგრების მოწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 1 200 000 ლარს შეადგენს.
რამდენიმე კვირის წინ, სოფელ სიონში, ახალრეაბილიტირებული ხიდიც გაიხსნა. მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს.