დედაქალაქში „საქართველოს გზა ევროპისკენ“ ღონისძიებას გორიდან უერთდებიან

თბილისში ევროპის დღეების დასკვნით ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მმართველი გუნდის მხარდამჭერები გორის მუნიციპალიტეტიდანაც უერთდებიან. 3500-ზე მეტი ადამიანი ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით კოლონად დილით 11 საათზე გაემგზავრა. ადგილობრევის თქმით, ისინი საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებთან ერთად იზეიმებენ, რადგან მათი თქმით, ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე და საქართველოს ევროპული კურსის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.
დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები