მამუკა წოწერია: თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას ზუგდიდიდან 6 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად, სამეგრელოს რეგიონიდან მოქალაქეები და პარტიის მხარდამჭერები დედაქალაქში ორგანიზებულად გაემგზავრნენ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდიდან 6 000-ზე მეტი ადამიანი მიდის და 200-მდე სატრანსპორტო საშუალების მობილიზება მოხდა.

“იძულება ჩვენი ხელწერა არაა, ეს უფრო წინა ხელისუფლებისგან მოვიკითხოთ. დღესაც ძალიან ბევრი გვიკავშირდებოდა და აქვთ სურვილი წასვლის. მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო უზრუნველყოფა იყო ქართული ოცნების მიერ უზრუნველყოფილი, ხოლო დანარჩენი საკუთარ ნება-სურვილზე მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ”,- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ქართული ოცნება” უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები