მამუკა მდინარაძე: მათ დღეს ისეთი მდაბიო და ბანძი მოქმედება ჩაიდინეს, დამთავრდნენ

კაცებიც არ ჰყავთ, ქალებს უშვებენ მდაბიო და გოიმური პერფორმანსებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოქმედებით “ნაცმოძრაობა” დამთავრდა.

“საქმე გვაქვს, ყველაზე მდაბიო და ბანძ მოქმედებასთან. მათ დღეს ისეთი მდაბიო და ბანძი მოქმედება ჩაიდინეს, დამთავრდნენ. მთავარია ის, რომ, როდესაც ალერგიულია ადამიანი და ახალინაოპერაციებია, იმაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც “სირცხვილია”? არ შეიძლება, ასეთი უნიჭო პერფორმანსები დადგა. დარწმუნებული ვარ, კრიმინალზე ვერ წავიდოდნენ, მაგრამ მაინც გაგიყვანეთ თქვენ, ჟურნალისტები და დეპუტატები, დარბაზიდან უსაფრთხოების მიზნით. ერთი ფაქტია, რომ კაცებიც არ ჰყავთ, ქალებს უშვებენ მდაბიო და გოიმური პერფორმანსებისთვის. ესენი იყვნენ ქებურია და ნადირაშვილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განდიდატებს უყრიან კენჭს. უსიამოვნო სუნის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები