პარლამენტთან “ლეიბორისტებმა” მოსამართლეობის კანდიდატების “ფოტოებით მორთული” ნაძვის ხე დადგეს

პარლამენტის შენობასთან “ლეიბორისტული“ პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ ნაძვის ხე დადგა.

ნაძვის ხეზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ფოტოები დაამაგრეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით პარლამენტში მიმდინარე პროცესების მიმართ გამოხატეს პროტესტი.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, ამის შემდეგ, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები