ამირან სალუქვაძე – TANAP საშვილიშვილო პროექტია, რომელიც უმოკლეს ვადებში განხორციელდა და საქართველოს ძალიან დიდ დივიდენდებს მოუტანს

„TANAP, – საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტი, ერთმანეთის ზიზღის გამო, მედიის, ექსპერტების, პოლიტიკისების დიდმა ნაწილმა არ შეიმჩნია, ან “გაკვრით” აღნიშნა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„TANAP, – საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტი, ერთმანეთის ზიზღის გამო, მედიის, ექსპერტების, პოლიტიკისების დიდმა ნაწილმა არ შეიმჩნია, ან “გაკვრით” აღნიშნა. საშვილიშვილო პროექტია, რომელიც უმოკლეს ვადებში, 4 წელში განხორციელდა და საქართველოს ძალიან დიდ დივიდენდებს მოუტანს. მთელი მსოფლიო აშუქებდა, მათ შორის რუსეთის მედია, შემდეგი სათაურებით: “Газ в обход России поступит в Европу” და ა.შ. ჰოდა, ნუ გიკვირთ ჩემი ან სხვისი რეაქცია თქვენს პოზიციებთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით. შეიძლება გეზიზღებოდეთ ოცნება, გძულდეთ ივანიშვილი, ჩართული იყოთ პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ… ისე, ვინ იცით რამდენ გაზს მიიღებს საქართველო აღნიშნული და სხვა პროექტებიდან?“, -წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები