ეკა ბესელია: იურიდიული კომიტეტი კლანს დღეს მთლიანად ჩაბარდა, ვულოცავ „ქართულ ოცნებას“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. პროცედურულად, ამ მოსამართლეებს პარლამენტის სხდომაზე უყრიან კენჭს.
სხდომა 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.
როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, კენჭისყრამდე მმართველ პარტიას აქვს უფლება სიტუაცია გამოასწოროს.
„ვულოცავ „ქართულ ოცნებას“, რომ მთლიანად გადაიბარა 9-წლიანი მმართველობა” ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, საბოლოოდ არ დაკარგოს უკანასკნელი წერტილი და კენჭისყრაზე აქვს შანსი უკან წაიღოს ის გადაწყვეტილება, რაც საზოგადოებას ზიანს მიაყენებს. იქნებ სესიაზე რამე შეიცვალოს. იურიდიული კომიტეტი კლანს არის ჩაბარებული. კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს დანაშაული ჩაიდინა. მისი მითითებით მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა. იქ სკამზე კლანის სამსახურის ფასად ზის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.