საქართველოში აზერბაიჯანის საერთო ნაციონალურ ლიდერს პატივი მიაგეს

დღეს, თბილისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების 16 წლისთავი აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში გაიმართა, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, კომპანია SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები მაჰირ დერზიევი, რუსლან გაჯიევი და სალავან მიერზოევი დაესწრნენ.

შეკრებილებმა ყვავილებით შეამკეს ჰეიდარ ალიევის ძეგლი თბილისში და ხაზი გაუსვეს მის დამსახურებას აზერბაიჯანული სახელმწიფოს წინაშე.
მოგვიანებით ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელმა ბიზნესმენებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები