სოსო რობაქიძე: “ნაცები” პოლიტიკიდან საერთოდ უნდა გაქრნენ
“ნაცები” პოლიტიკიდან საერთოდ უნდა გაქრნენ, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რობაქიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მორალური უფლება არ აქვთ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხი გააპროტესტონ.
“მე რომ ადამიანი შემხედავს, მეტყვის, აქ რა გინდაო, არ არის ტუტუცი?! ვაშაძეს რა უნდა, ან ბოკერიას რა უნდა აქ?! მე არავის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ერთი ამის პასუხი მითხარით, 720 კაცი მოკლა ამ მთავრობამ ციხეში და გააუპატიურა?! თუ, უარესი აქვთ გაკეთებული, გადავალ ნებისმიერის მხარეს. ოცნების ბრალია, რომ ჩემნაირი ხალხი აიჭრა, მივმართავ ოცნებას, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, ნაცები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან. არ აქვთ უფლება აქეთ შემოგვიტიონ. ისედაც 15 წელია ნერვები მაქვს მოშლილი,” – განაცხადა სოსო რობაქიძემ.