მაია ცქიტიშვილი: სასურველი იყო ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ჯარის ხსენება

სასურველი იყო, ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ჯარის ხსენება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკმარისი განმარტება გააკეთა, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა.

“მე პირადად, როგორც ადამიანმა და პოლიტიკურმა ფიგურამ, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. მგონია, რომ ამ საკითხში შეცდომა არ დამიშვია. სასურველი იყო ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ჯარის ხსენება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკმარისი განმარტება გააკეთა”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები