ქუთაისში “გაბედეს” წევრებმა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ვერ მორთეს

ქუთაისში მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის ნაძვის ხის მორთვა გადაწყვიტეს და განმარტეს, რომ ამით სურვილი აქვთ, სიმბოლური წვლილი შეიტანონ საახალწლო განწყობის შექმნაში.
“გვინდოდა, ბიძინას სათამაშოების ნაძვის ხეზე ჩამოკიდება, რადგან ახალი წელი მხოლოდ ბიძინათვის მოდის, მხოლოდ მას ეახალწლება, შესაბამისად, გვინდოდა სათამაშოებიც ბიძინასი ყოფილიყო”, – ამბობს “გაბედეს” აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე.

მოძრაობის წევრებმა ხელნაკეთი სათამაშოები მიიტანეს, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გამოსახული, თუმცა ნაძვის ხის მორთვა ვერ შეძლეს, რადგან პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ,,გაბედეს” აქტივისტებს განუმარტეს, რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლს არღვევდნენ.

საბოლოოდ პერფორმანსმა ცენტრალური ნაძვის ხიდან, ბუჩქებზე გადაინაცვლა და ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები აქციის მონაწილეებმა ბუჩქებზე დაკიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები