საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ტურ-პაკეტები მოამზადეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის ტურისტულმა კომპანიებმა ერთობლივი ტურ- პაკეტები მოამზადეს, რომელიც ტურისტებს ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალებას მისცემს.

აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს პრეს- სამსახურის ხელმძღვანელის კიანან გულიზადეს ინფორმაციით, ამ პაკეტების მეშვეობით საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს საშუალება ექნებათ აზერბაიჯანსაც ეწვიონ.
„ერთობლივი ტურ-პაკეტები ტურისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ შაქის და განჯის რაიონები, ასევე წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიები აზერბაიჯანში“,- განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას გულიზადემ.
მისივე თქმით, ერთობლივი ტურ-პაკეტები ტურისტებისათვის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვირს გამარტივებულ გადაკვეთასაც ითვალისწინებს.

გულიზადეს ინფორმაციით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანს 3 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები