ანდრიუს კუბილიუსი: მმართველი პარტიიდან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან

ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეის მერვე სესია დღეს დასრულდა. მედიისთვის უკვე გაიმართა შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის პირობა დადო.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის და ევრონესტის წარმომადგენლები პროცესს დააკვირდებიან.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო. ჩვენ, მხარს ვუჭერთ იმ დიალოგს, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ჩაეყარა საფუძველი და ინიციატორი გახლდათ ევროკავშირის ელჩი. მე მქონდა ოპოზიციის ლიდერებთან და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი დაპირება მივიღეთ მმართველი პარტიის მხრიდან, რომ დიალოგი გაგრძელდება და საარჩევნო სისტემა იქნება პროპორციული, რომელიც მოემსახურება უფრო ბალანსირებული შედეგების მიღწევას არჩევნების დროს. ჩვენ გვჯერა, რომ ნდობა, რომელიც დაიკარგა, როგორც ეროვნულ ასევე, საერთაშორიო დონეზე იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ დაპირების შესრულება ვერ შესძლო, გვჯერა, რომ აღდგენილ იქნება ოპოზიციის შეთავაზება. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ მმართველი პარტიისგან, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდებიან ამ შემოთავაზებების განხილვას. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ევროპარლამენტის, ევრონესტის მხრიდან ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- განაცხადა კუბილიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები