მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 10 დეკემბერს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 120 020 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250%-ით მაქსიმალური 9.530%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
დღესვე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 171 579 000 ლარი შეადგინა, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500%-ით მაქსიმალური 9.100%-ით ხოლო საშუალო შეწონილი 8.848%-ით განისაზღვრა.