m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

0

10 დეკემბრიდან დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“ ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს.

აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ:

ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს);
საოჯახო ტექნიკა (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი ნივთი);
ავეჯი (ავეჯი ახალი ბინის მოსაწყობად) .

m3 საბურთალო m2-ს ამბიციური ინოვაციური პროექტია, რომლის მშენებლობაც ზაფხულში დაიწყო, პირველი ფაზა კი ორ წელიწადში დასრულდება. აქ შეძენილ ბინას თან მოჰყვება მთელი უბანი: სარეკრეაციო და მოსასვენებელი ზონები, სპორტული კომპლექსები, ავტოსადგომები, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები, მოვლა-პატრონობის სერვისი და სხვა.

“საახალწლოდ ჩვენი მომავალი მობინადრეების გახარება გადავწყვიტეთ და მათთვის სამი სახის საჩუქარი შევარჩიეთ. მათ მისაღებად მხოლოდ m3 საბურთალოში სასურველი მოცულობის ბინის შერჩევა და შეძენაა საჭირო. ბედნიერები ვართ, რომ საახალწლოდ ბევრი ოჯახის გახარებას შევძლებთ“, – აცხადებს m2-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სალომე ლაზიშვილი.

R

კომენტარები

კომენტარი