საქართველო და აზერბაიჯანი სურსათის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდენ
საქართველო და აზერბაიჯანი სურსათის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის გოშგარ თახმაზლის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სურსათის უსაფრთხოების, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ერთობლივ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტების და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს განკარგულებაში არსებული ლაბორატორიების მუშაობას ადგილზე გასცნობოდა.
გოშგარ თახმაზლის განცხადებით, ვიზიტმა საქმიან ვითარებაში ჩაიარა და და ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას.