ნათია თურნავა მცირე მეწარმეებს წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 50-მდე მცირე მეწარმეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს. აღნიშნულ მეწარმეებს წყლით სარგებლობა გამარტივებული წესით შეეძლებათ.

ლიცენზიის გაცემის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გაამარტივა.

ღონისძიებას ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა პასუხისმგებელი პირები, ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამარტივებული წესებით ლიცენზიების გადაცემის ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, კომპანია “აქუა ჯორჯიას” ეზოში გაიმართება.

ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს კომპანია “აქუა ჯორჯიას” საწარმოს და მუშაობის პროცესს გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები