ზურაბ პატარიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული პროექტი აკავშირებთ
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ზურაბ პატარიძის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას აზერბაიჯანთან.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალი საერთაშორისო და რეგიონალური პროექტი აკავშირებთ“, – განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას პატარიძემ.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით და განსაკუთრებით ეს ეხება სავაჭრო -ეკონომიკურ თანამშრომლობას. როგორც პატარიძე აცხადებს, სხვა ეკონომიკურ პროექტებთან ერთად განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. პატარიძის განმარტებით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, მიმდინარე წლის ზაფხულში ბაქოსა და ბათუმს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლი დაწყება.