ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისი თქმით, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე კარასინის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომ საქართველოში იგეგმებოდა მსგავსი ცენტრის გახსნა, რაზეც აბაშიძის განცხადებით, მან უპასუხა, რომ თბილისში დაბრუნებისას ინფორმაციას გაეცნობოდა.

მისივე განცხადებით, ინფორმაცია გადაამოწმა და არც სახელმწიფო დონეზე და არც კერძო კომპანიის მიერ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

ცნობისთვის, ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები