პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 43%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა.
აჭარაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა. 2018 წელს FDI-ს საერთო მოცულობა 78,8 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, უცხოურმა ინვესტიციამ 112, 6 მილიონი დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წლის სრული წლის მონაცემებს უკვე აჭარბებს.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
2019 წლის 9 თვეში, ჯამურად, საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $96.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 %-ია.