საპენსიო სააგენტო ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მუშაობს
“საპენსიო სააგენტო ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მუშაობს” – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, რეფორმის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
,,საპენსიო სააგენტო გამართულად მუშაობს, ჩვეულ რეჟიმში, მისი ყველა ფუნქციონალი მუშაობს არსებითი შეფერხების გარეშე. ჩვენ გვაქვს შედეგები, რომელიც არის უფრო კარგი, ვიდრე ჩვენ ველოდით. რეფორმა მიმდინარეობს ნამდვილად წარმატებით. დღეის მდგომარეობით, პირველი იანვრიდან დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული გვყავს 943 119 ადამიანი.“ – აღნიშნავს ლევან სურგულაძე. საპენსიო სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში 60 ათასზე მეტი კომპანია არის ჩართული, საერთო საპენსიო შენატანები კი ნახევარ მილიარდ ლარს გადაცდა და მისი მოცულობა 508 366 659 ლარია. ფონდის ერთეულის ღირებულება კი 10 ლარი და 56 თეთრია” – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.