“აჭარისწყლის ალიანსის“ დირექტორმა ხულოში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
სს “აჭარისწყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ხულოში დაგეგმილ წყალმომარაგებისა და წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ესწრებოდნენ.