ინდოეთის ქარხანაში, სადაც ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
ინდოეთის დედაქალაქში, ქარხანაში, სადაც ხანძრის შედეგად 8 დეკემბერს 43 ადამიანი დაიღუპა, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.
NDTV-ის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცეცხლი 55 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში 27 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.
როგორც ჟურნალისტებს სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა ატულ გარგმა განუცხადა, შენობას ექსპლუატაციისთვის საჭირო ლიცენზია და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საშუალებები არ გააჩნდა.