ირაკლი კობახიძე: ველოდებით ოპოზიციის წინადადებას ვნახოთ, რას წარმოგვიდგენენ დღეს და ბუნებრივია, საუბარი ამის მიხედვით გაგრძელდება

0

ველოდებით ოპოზიციის წინადადებას ვნახოთ, რას წარმოგვიდგენენ დღეს და ბუნებრივია, საუბარი ამის მიხედვით გაგრძელდება,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ე.წ. გერმანულ მოდელი მოქმედ კონსტიტუციას არ შეესაბამება.
“ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას. მათი ინიციატივა იყო ამ შემთხვევაშიც მეორე შეხვედრის ჩატარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვედით ამ შეხვედრაზე, ველოდებით ოპოზიციის შეთავაზებას, მათ წინადადებას ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ დღეს და ბუნებრივია, ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი, არის მარტივი მათემატიკური საკითხი ვიცით, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას, აქედან გამომდინარე ჩვენ დაველოდებით სხვა წინადადებებს”,- განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას მართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი