კარლ ჰარცელი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემაზე დიალოგი გაგრძელდეს და მივაღწიოთ კომპრომისს

0

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემაზე დიალოგის გაგრძელება და კომპრომისის მიღწევა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ საკითხზე მოკლე დროში შედეგის ნახვა არარეალისტურია.
“უკანასკნელ შეთავაზებასთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის. ამიტომ, ჩემს პოზიციაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ მას უფრო დეტალურად შევისწავლით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გაგრძელდეს და მივაღწიოთ კომპრომისს. წინა შეხვედრებზეც ავღნიშნე, რომ დიალოგი აუცილებელია. ვფიქრობ, არარეალისტურია კომპრომისის მიღწევა ძალიან მოკლე დროში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი