აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი – „ბაქო-თბილისი -ყარსის“ გამტარუნარიანობა 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხეილ ჯაბაროვი სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის ზრდას პროგნოზირებს.
როგორც ბაქოში TRAСECA -ს წევრი ქვეყნების მე-14 სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე მიხეილ ჯაბაროვმა განაცხადა, ახლო მომავალში ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობა 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
„ამ მომენტისათვის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მილიონი ტონაა ტვირთია, რაც შეეხება მგზავრთნაკადს, მაგისტრალის მეშვეობით 1 მილიონი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი“, – განაცხადა ჯაბაროვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბაქოში TRAСЕСА-ს სატრანსპორტო დერეფნის (ევროპა-კავკასია -აზია) ფარგლებში გაფორმებული მრავალმხრივი ხელშეკრულების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციაში აზერბაიჯანის, საქართველოს, ბულგარეთის,რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის,ყირგიზეთის ავღანეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობენ.