სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100 საპრივატიზაციო ობიექტიდან 6 უკვე გაიყიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი 100 ობიექტიდან 6 უკვე გაიყიდა. ექვსივე ობიექტის ჯამური ღირებულება, 6 401 000 ლარს შეადგენდა, თუმცა ვაჭრობის შედეგად უძრავი ქონება 8 090 000 ლარად გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კერძო სექტორს 100 კომერციულად მიმზიდველი ობიექტის გამარტივებული წესით შესყიდვა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები