მოძრაობა “გაბედეს” წევრები დეპუტატ სოფო კილაძის ბიუროსთან აქციას მართავენ
მოძრაობა “გაბედეს” წევრები დეპუტატ სოფო კილაძის ბიუროსთან საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ოფისთან სიმბოლურად, შლემით მივიდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან მოისმინონ პასუხი თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება სოფიო კილაძემ იმ დარბევებზე, რომელიც მცხეთაში განვითარდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.