შსს-თან აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობს

​შსს-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” წევრები პოლიციელების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ მოქმედებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, წარწერებით: “ვაჟა, კახა და ლევანი გაკვირდებით ყველანი”, “მოძალადესთან ნუ გაიგივდები”.

პარალელურად კონტრაქციაც მიმდინარეობს. მოძრაობა “20-30“-იანელების წარმომადგენლები პოლიციელების მხარდასაჭერ აქციას მართავენ. მათ წარმოდგენილი აქვთ პლაკატები წარწერით: “ერის მამის დაცვა საამაყოა“, „სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია“.

შსს-სთან პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები