ზურაბ უტიაშვილი: კლინიკების ტარიფების 80% რომ გათანაბრდება, იდეალური შედეგი მაშინ იქნება

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრება საავადმყოფოებს თანაბარ პირობებს შეუქმნის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება.
უტიაშვილის აზრით, იდეალური შედეგი მაშინ დადგება, როდესაც აბსოლუტურად ყველა სერვისზე გათანაბრდება თანხა.
“ჩვენ 2012 წლიდან ისედაც დაბალი ტარიფებით ვმუშაობთ, შეუძლებელია ამ ტარიფზე ქვემოთ ჩამოსვლა. ჩვენთან ერთად ასევე არის სხვა რამდენიმე კლინიკა, რომელიც ისტორიულ მინიმალურ ფასებზე ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება შეეხო ალბათ ტარიფების 10%-ს, გასათანაბრებელია სხვა დანარჩენი ტარიფების 80%. აი, ბოლომდე რომ გათანაბრდება აბსოლუტურად ყველა ტარიფი, ეს იქნება იდეალური შედეგი, როგორც პაციენტებისთვის, ისე კლინიკებისთვის. ადამიანს თანხის დასამატებელი წილი გაცილებით შეუმცირდება და ჩვენ კლინიკებიც თანაბარ პირობებში ვიქნებით”, – განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
​შეგახსენებთ, 20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები