ქუთაისში მებაჟეებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,”ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, თურქეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეების თ.ჩ.-ს, ზ.ა.-სა და ს.ე.-ს კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული(440 აბი და 11 კაფსულა) და ფსიქოტროპული (208 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა. გამოძიება 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები