ახალი გამოცემების წარდგენა გაიმართება

5 დეკემბერს, 17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ახალი გამოცემების წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს მასალებია:
„ანისი გზაჯვარედინზე. საერთაშორისო კონფერენციის მასალები“ – ზაზა სხირტლაძე, რედ (თბილისი, 2019);
„მასალები ანისის წმინდა გრიგოლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლისათვის“ – ნიკოლაი სიჩოვის ჩანაწერები: 1911-1912 წწ.,- გამოსაცემად მოამზადეს ზაზა სხირტლაძემ, ირაკლი თეზელაშვილმა და ნიკოლაი სმირნოვმა (თბილისი, 2019).
პუბლიკაციები მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი №HE15-022 „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“).

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 1, თსუ, I კორპუსი, აუდიტორია 214.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები