„ერეკლე II – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ – გამოფენა გაიხსნება

4 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
გაიხსნება ფოტოგამოფენა – „ერეკლე II – ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“.
გამოიფინება ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი საბუთები, იშვიათი ხელოვნებით გამშვენებული სიგელები, მეფის იარაღისა და სკივრში დაცული გამორჩეულად საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვ.
გამოფენა 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები