ქართველი მსახიობი ბექა ბედიანაშვილი წამყვან გერმანულ არხზე, zdf-ს სერიალში მიიწვიეს

გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა მსახიობი ბექა ბედიანაშვილი წამყვან გერმანულ არხ zdf-ზე სერიალში მიიწვიეს, – ამ ინფორმაციას ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტი ირმა შიოლაშვილი ავრცელებს.
„ეს ბიჭი – ბექა ბედიანაშვილი – გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა მსახიობია, ძალიან ნიჭიერი, ძალიან პერსპექტიული, დეკემბერში ბონის თეატრ Springmaus- ში ითამაშებს სპექტაკლში „Auf die Tanne fertig los“, მივდივარ, მიხარია!
და აი, ახლა, მოულოდნელად ამ ინფორმაციას ვაწყდები ინტერნეტში, რომ ბექა წამყვან გერმანულ არხ zdf -ზე სერიალში მიიწვიეს“, – წერს ირმა შიოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები