ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერების აქცია დასრულდა. მათ ოპოზიციის ოფისს კვერცხები, კასრები და ცოცხები ესროლეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. ამ წუთებში ენმ-ს ოფისთან შსს საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
შსს-ში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ აქციის დროს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების საქმეზე გამოძიება 187- ე მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები 18:00 საათიდან ზუგდიდის პარკში შეიკრიბნენ და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. მათ ადგილზე ბანერები მიიტანეს წარწერით – “გვახსოვს 7 ნოემბერი” და “აიკრძალოს ნაც.მოძრაობა საქართველოში”.
ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა ადგილზე მისულ მომიტინგეებს პერფორმანსის სახით ოფისის ფანჯრებიდან დოლარის კუპიურები გადმოაყარეს, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილის სახე იყო გამოსახული. შეძახილები ისმოდა ორივე მხრიდან — “მონებო” და “მკვლელებო”.